ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია აუქციონს აცხადებს

5 ნოემბერი, 2024

გამოცხადდა ელექტრონული აუქციონი ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე.  ქ. ტყიბულში გამსახურდიას ქუჩა N21-ში მდებარე 431.75 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი (ყოფილი ცენტრალური ბიბლიოთეკა) ს/კ 39.01.27.031.01.500 პრივატიზების მიზნით, საწყისი საპრივატიზებო საფასური 98 000 ლარი.

შემდეგი პირობით:  

·   ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის განმავლობაში 200 000 (ორასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება, აქედან 100 000 (ასი ათასი) ლარი პირველი ცხრა თვის განმავლობაში, დანარჩენი თანხა 100 000 (ასი ათასი) ლარი მომდევნო 9 თვის განმავლობაში;

·   აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასის გადახდა უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2024 წლის 25 ნოემბრისა;

·   შენობის დაცლა მასში არსებული ინვენტარისა და სხვა ნივთებისაგან მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელდება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) თვისა.

დეტალური ინფორმაცია იხლეთ ბმულზე- https:www.eauction.ge

აუქციონი: დაწყება/დასრულება     

04/11/2024 13:00 - 11/11/2024 17:00

       

გააზიარე