ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

ორპირი - სოჩხეთის 15,6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო

11 ოქტომბერი, 2018

ორპირი - სოჩხეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ნატალია კობახიძემ ორპირი - სოჩხეთის შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე მიმდინარე სარიაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. 

სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით შ.პ.ს. ,,დაგი+“ ახორციელებს.

აღნიშნულ მონაკვეთზე 6 მეტრი სიგანის, 10 სმ სისქისა და 15,6 კმ ასფალტ-ბეტონის საფარი იგება, რომლის ღირებულება 10 080 000 ლარს შეადგენს. 

სამუშაო პერიოდი 15 თვეზეა გათვლილი და 2019 წლის ბოლოს დასრულდება. 

ორპირი - სოჩხეთის საავტომობილო გზით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის 15 სოფელი სარგებლობს.

გააზიარე