ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

ორპირი-სოჩხეთის გზის 15,6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

15 თებერვალი, 2019

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ორპირი - სოჩხეთის საავტომობილო გზის 15,6კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ხორცილედება.

შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე მიმდინარე სამუშაოები, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ და მერის პირველმა მოადგილემ, გიორგი ლომთაძემ დაათვალიერეს.

სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით შ.პ.ს. ,,დაგი+“ ახორციელებს, რომელიც ამ წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. აღნიშნულ მონაკვეთზე 6 მეტრი სიგანის და 10 სმ სისქის ასფალტ-ბეტონის საფარი იგება, რომლის ღირებულება 10 080 000 ლარს შეადგენს. ორპირი - სოჩხეთის საავტომობილო გზით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის 15 სოფელი სარგებლობს.

გააზიარე