ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

ორპირის საჯარო სკოლას დაარსებიდან 130 წელი შეუსრულდა

5 ნოემბერი, 2023

ორპირის საჯარო სკოლას დაარსების 130-ე და საშუალო სკოლის არსებობის 90 წელი შეუსრულდა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სკოლაში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჩერქეზიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ რობაქიძე, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

ღონისძიებაზე, ასევე იმყოფებოდნენ ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ირინე კორძაია, სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები და ღვაწლმოსილი პედაგოგები. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ, სოფელ ორპირის მკვიდრნი, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები - მომღერალი დათო ხუჯაძე და ჟურნალისტი ნატა მახვილაძე.

 საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ამიერიდან ორპირის საჯარო სკოლას ექნება საკუთარი ლოგო და ჰიმნი, რომელიც პირველად ღონისძიებაზე სკოლის კურსდამთავრებულებმა შეასრულეს. სწორედ ამ დღეს, ორპირის საჯარო სკოლა ცნობილ პროექტს - ,,გადაწერე ვეფხისტყაოსანი“ შეუერთდა. სიმბოლურად რამდენიმე სტროფი სკოლის ყოფილმა პედაგოგმა და ,,ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მცოდნემ, ანრო ცირეკიძემ დაწერა, ხოლო პოემის თითო სტროფი ყველა სტუმარმა გადაწერა.

გააზიარე