ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

ფაშიზმზე გამარჯვების დღე ვეტერანებს სახლში მიულოცეს

9 მაისი, 2020

ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ნატალია კობახიძემ, მეორე მსოფლიო ომის გმირის, გრიგოლ გაბრიაძის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

დღესვე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე სახლებში მიულოცეს და სასაჩუქრე კალათები გადასცეს.

გარდა ამისა, ვეტერანებს და ომში დაღუპული გმირის ოჯახის წევრს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100-100 ლარი ჩაერიცხათ, ხოლო ცენტრალური ბიუჯეტიდან მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებმა ერთჯერადად 600 ლარი მიიღეს.

მუნიციპალიტეტს მეორე მსოფლიო ომის სამი ვეტერანი ჰყავს, რომელთაც მერია ყოველთვიურად არსებული სოციალური პროგრამის ფარგლებში ეხმარება, რაც წლის განმავლობაში 600 ლარს შეადგენს

გააზიარე