პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტები კიდევ რამდენიმე ოჯახს გადაეცა
კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში,ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია, 70 წელს გადაცილებული მარტოხელა მოქალაქეებისა და მძიმე სოციალური მდგომარეობის მქონე ოჯახების დახმარებას აგრძელებს. პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტები კიდევ რამდენიმე ოჯახს გადაეცა.
მუნიციპალიტეტის მაშტაბით სულ დახმარება გაეწია 877 ბენეფიცირს, მათ შორის, მარტოხელა ხანდაზმულს, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს, მძიმე სოციალური მდგომარეობის მქონე ოჯახებს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ, ორგანიზებულ სექტორებში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებთ, ხანდაზმულთა შინმოვლის სერვისით მოსარგებლეებს. პროგრამის ,,უფასო სასადილო" ფარგლებში 70 წელს გადაცილებულ მოქალქეებს ყოველდღიურად სადილი ბინაზე მიეწოდებათ.