პირველკლასელებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით და ადგილობრივი ხელისუფლებისა და სს „ევექსის კლინიკები“-ტყიბულის კლინიკის მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პირველკლასელებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. ორი დღის განმავლობაში პირველკლასელებს, სს „ევექსის კლინიკები“-ტყიბულის კლინიკაში, კონსულტაციებს უწევდნენ: ბავშვთა ოფთალმოლოგი, ნათია დავითულიანი და ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგი, ასოცირებული პროფესორი, მარიამ მიქიაშვილი.
სამედიცინო აქციის მიმდინარეობას პირადად დაესწრო ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩერქეზიშვილი. უფასო სამედიცინო პროფილაქტიკურ გასინჯვებში ქალაქის ყველა და სოფლების: მუხურის, საწირის, ახალსოფლის და ძიროვნის საჯარო სკოლის 85 პირველკლასელი ჩაერთო.
აღნიშნული აქციის ფარგლებში, 4 დეკემბერს, უფასო სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება დაგეგმილია ხრესილის, ორპირის, კურსების, გელათის, გურნის, ჯვარისის, სოჩხეთის, ცუცხვათის, ციხიის და ძმუისის საჯარო სკოლის პირველკლასელთათვის, ორპირის საჯარო სკოლაში, ექიმის კაბინეტში.