საახალწლო ღონისძიებები ფოიერვერკითა და ჯგუფის ,,რეზო და ბავშვების“ კონცერტით დასრულდა
ტყიბულში, პრემიერ- მინისტრის ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები ფოიერვერკითა და ჯგუფის ,,რეზო და ბავშვების“ კონცერტით დასრულდა.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, საშობაო ბაზრობაზე მსურველებს ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის შეძენა შეეძლოთ. ყველა ასაკის ადამიანზე გათვლილი მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
მოსახლეობასთან ერთად საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჩერქეზიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
საახალწლო ღონისძიებები იმერეთის რეგიონში, შობის დღესასწაულზე ტყიბულში გამართული აქტივობებით დასრულდა.