საახალწლო ღონისძიებისთვის სამზადისი დილიდან მიმდინარეობს
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ შობის დღესასწაულს და გიწვევთ საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით დღეს გაიმართება.
ტყიბულის ცენტრში, საახალწლო ღონისძიებისთვის სამზადისი დილიდან აქტიურად მიმდინარეობს. ეწყობა საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებულია საახალწლო ხის სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება, ღონისძიებაზე მოსულ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ გლინტვეინი და ცხელი შოკოლადი, ბავშვებს უმასპინძლებს თოვლის ბაბუა და საჩუქრებს დაურიგებს, გაიმართება მოსიარულე ორკესტრის შოუ, ადგილობრივი ანსამბლებისა და სოლო შემსრულებელთა მონაწილეობით კონცერტი, სცენა, ასევე დაეთმობა DJ – Yamoc-ს, ხოლო ღონისძიებას დაასრულებს ჯგუფი ,,რეზო და ბავშვები“ და გრანდიოზული ფოიერვერკი.
საახალწლო პროგრამა:
14:00 - ორკესტრის მსვლელობა
14:00-20:00 - საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, ცხელი შოკოლადი, ბამბის ნაყინი
14:00-20:00 - საბავშვო სივრცე: თამაშები, თოვლის ბაბუა და საჩუქრები, წარმოდგენები
15:00-16:00 - ადგილობრივი შემსრულებლების საბავშვო კონცერტი
14:00-20:00 - - მოსიარულე ორკესტრის შოუ
ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან
17:00-18:00 - DJ - Yamoc
18:00-18:30 - მოსიარულე ორკესტრის შოუ
18:30 -19:00 - DJ - Yamoc
19:00 -20:00 - ჯგუფი „რეზო და ბავშვები“
20:00 - საზეიმო ფოიერვერკი