ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

საახალწლო საჩუქრები ტყიბულის უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებს

24 დეკემბერი, 2018

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ნატალია კობახიძემ უფასო სასადილოს ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ნობათები დაურიგეს. 100 ბენეფიციარს მუნიციპალიტეტისგან ტკბილეული და საკვები პროდუქტები გადაეცათ.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელებმა და მათმა მშობლებმა კი, უფასო სასადილოს ბენეფიციარებს მოკრძალებული ღონისძიება მიუძღვნეს და მათთვის მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.

გააზიარე