ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

საწირის საბავშვო ბაღში მიმდინარე სარეაბილტაციო სამუშაოები მერმა დაათვალიერა

18 იანვარი, 2019

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ საწირის საბავშვო ბაღში მიმდინარე სარეაბილტაციო სამუშაოები დაათვალიერა. 14 750 ლარის ფარგლებში რებილიტაცია ჩაუტარდა რამდენიმე ოთახს, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა და მოწესრიგდა ბაღის შესასვლელი. ამ ეტაპზე, დარჩენილია მხოლოდ იატაკის კეთილმოწყობა, რომელიც იანვრის ბოლომდე დასრულდება.

,, მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტულ საკითხს სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა და პატარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა წარმოადგენს, ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებული გვაქვს, ორი ახალი ბაღი უკვე შეემატა ქალაქს, 2021 წლამდე კი ვგეგმავთ მუნიციპალიტეტში არსებული ყველა საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას ან მშენებლობას“ -განაცხადა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ.

საწირის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და სამუშაოებს ,,GP- company” აწარმოებს.

გააზიარე