საგაზაფხულო გამოფენა ვიზუალური ხელოვნებისა და ინოვაციების სკოლაში
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კუბლაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ვიზუალური ხელოვნებისა და ინოვაციების სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების საგაზაფხულო გამოფენა დაათვალიერა.
გამოფენაში 80-მდე მოსწავლე მონაწილეობდა, სადაც წარმოდგენილი იყო სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.

ინოვაციების დარბაზში, სკოლის კურსდამთავრებულმა მარიამ გოჩელაშვილმა, წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე - რემბრანდტის „უძღები შვილის დაბრუნება“.
გამოფენის მონაწილეებს სამახსოვრო სიგელები გადაეცათ.