საინფორმაციო შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ორგანიზებით და ტყიბულის ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობით გაიმართა შეხვედრა თემაზე - ,, ნატო საქართველოს პარტნიორი, უსაფრთხოება და გარანტიები”.
მოწვეულმა ექსპერტმა, უშიშროების საბჭოს წევრმა, ნათია გვენეტაძემ და საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა, მარიკა ვაჭარაძემ, ასევე ისაუბრეს ნატოსთან დაახლოების ეტაპებზე, გაწევრიანების კრიტერიუმებზე, თანამშრომლობის მექანიზმებსა და პროგრამებზე. შეხვედრის დასასრულს თემის ირგვლივ გაიმართა დისკუსია.