საჯარო სკოლებში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის 13 საჯარო სკოლაში სხვადასხვა სახის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება, რომლის ჯამური ღირებულება 368 528 ლარს შეადგენს.
მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებზე მინიტორინგი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა და მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გიორგი ლომთაძემ განახორციელეს, რომლებმაც სოფლების: მუხურას; ახალსოფლის; ორპირის; გელათისა და სოჩხეთის საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს. სახელმწიფო პროგრამის მიზანია, ახალი სასწავლო წლიდან სკოლებმა ფუნქციონირება დაიწყონ გამართული ინფრასტრუქტურით.
პროექტის ფარგლებში: კურსების სკოლის ეზოში მოეწყო სანიაღვრე არხი; რეაბილიტირდა ახალსოფლის, მუხურას #1 და ტყიბულის #5 საჯარო სკოლების სახურავი; მიმდინარეობს გელათის სკოლის სახურავის; ორპირის, ძმუისისა და მუხურის #2 საჯარო სკოლებში დაზიანებული იატაკის რეაბილიტაცია, ძიროვნის, სოჩხეთისა და ტყიბულის #6 საჯარო სკოლებში სველი წერტილების მოწყობა, საწირის საჯარო სკოლაში ცენტრალური გათბობის მონტაჟი, ხოლო ჯვარისაში სკოლის ეზოს შეღობვა.