ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

საკრებულოს სხდომა

30 ნოემბერი, 2018

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის, ნატალია კობახიძის ხელმძღვანელობით მორიგი გეგმიური სხდომა გაიმართა. სხდომას აგრეთვე ესწრებოდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი 
თემურ ჩუბინიძე.  სხდომაზე იმსჯელეს დღის წესრიგით წარმოდგენილი ოთხი საკითხის შესახებ და ერთხმად მხარი დაუჭირეს.

                                                    

1. განკარგულების პროექტი: 2018 წელს ტყიბულის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ.

2. განკარგულების პროექტი: ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია ,,ტყიბულის განვითარებისათვის’’ შექმნისა და რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმის მიზანშეწონილობის შესახებ.

3. განკარგულების პროექტი: ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიისავის, ევროკომისიის საქართველოს წარმომადგენლობასთან საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობის მიცემის შესახებ.

4. განკარგულების პროექტი: „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ტყიბულის მუნიციპალიტეტში 2018 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 06 დეკემბრის N48 87 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

გააზიარე