სასკოლო სპორტული ოლიმპიადა გაიხსნა
ტყიბულში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საზეიმოდ გაიხსნა. სპორტის სასახლეში, საჯარო სკოლებიდან ოლიმპიადაში ჩართულ მოსწავლე-ახალგაზრდებს მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი, გიორგი ლომთაძე და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სოფიო ბოჭორიშვილი მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური ეტაპი რამდენიმე თვის განმავლობაში, ცხრა სხვადასხვა სახეობაში გაიმართება.პროექტი, ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება. ღონისძიებას ორგანიზებას უწევს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია.
აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადის გახსნამდე, სასკოლო სპორტის დღესთან დაკავშირებით, მასობრივი გარბენი მოეწყო, სადაც სპორტულ აქტივობაში გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.