სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური თამაშები დასრულდა
ტყიბულში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020-ის მუნიციპალური თამაშები მხიარული სტარტებით დასრულდა.
ორი თვის განმავლობაში, შესარჩევი ეტაპი 8 სპორტულ სახეობაში გოგონათა და ვაჟთა კატეგორიებში მიმდინარეობდა.
მუნიციპალური თამაშების ჩემპიონები გახდნენ :
გეზრბენი - ქ. ტყიბულის # 7 საჯარო სკოლა (გოგონები), # 6 საჯარო სკოლა (ვაჟები);
მინი ფეხბურთი- # 4 საჯარო სკოლა (ვაჟები);
ფრენბურთი - # 5 საჯარო სკოლა (გოგონები და ვაჟები);
ბადმინტონი - # 5 საჯარო სკოლა (გოგონები და ვაჟები);
კალათბურთში - სოფელ ორპირის საჯარო სკოლა (ვაჟები), ქ.ტყიბულის #1 საჯარო სკოლა (გოგონები)
ხელბურთი - # 1 საჯარო სკოლა (გოგონები)
მაგიდის ჩოგბურთი - # 7 საჯარო სკოლა (ვაჟები და გოგონები);
მხიარულ სტარტებში -სოფელ ორპირის საჯარო სკოლა.
მუნიციპალური თამაშების ჩემპიონები საქართველოს პირველობისთვის ბრძოლას რეგიონულ ეტაპზე გააგრძელებენ.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდება.