სისხლის უანგარო დონაციის აქციაში მუნიციპალიტეტის მერი ჩაერთო
,,გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ - ტყიბულში სისხლის უანგარო დონაციის აქცია მოეწყო. ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სისხლი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩერქეზიშვილმა, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა, პედაგოგებმა და ადგილობრივებმა გაიღეს.
,,უმნიშვნელოვანესია დავეხმაროთ ერთმანეთს და მუდამ გვქონდეს მზაობა გავიღოთ სისხლი სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად",- განაცხადა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა.
სისხლის ბანკის მარაგის შესავსებად დონაციის აქცია ტყიბულში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა, რომელიც დონორთა მაღალი დენადობით გამოირჩეოდა. სისხლის აღების პროცედურები, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სისხლბმა ჩაატარეს.