სოფელ კურსებში დროებითი გზის მოწყობა მიმდინარეობს
სამუშაო პროცესს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი დავით კუბლაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ.
7 მეტრი სიგანის ორმხრივი მოძრაობის დროებითი გზა მდინარის პირას ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით ეწყობა, პარალელურად დაგეგმილია ახალი მუდმივი შემოვლითი გზის პროექტიც, რომლის საპროექტო სამუშაოებიც დაიწყება გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე.

ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და სამუშაოები გზაზე არსებული მაღალი საავტომობილო ნაკადის მოძრაობის გამო, ღამის საათებში ინტენსიურად ხორციელდება. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ამჟამად შემოვლითი გზით სარგებლობს და ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა პირდაპირ კავშირშია მოსახლეობის კომფორტულ, უსაფრთხო და სწრაფ გადაადგილებასთან.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზის მონაკვეთი სოფელ კურსებში განვითარებული მეწყრული პროცესის შედეგად დაზიანდა. დროებითი გზის მოწყობის სამუშაოები ერთი თვის ვადაში უნდა დასრულდეს.