ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

სოფელ კურსებში საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები სრულდება

24 ივნისი, 2020

✅ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები სრულდება.

✅ რამდენიმე კვირის წინ ,,აბესაძეების უბანში" გზის სავალი ნაწილი ჩამოშალა, რის გამოც მუნიციპალიტეტის მერიამ, მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საყრდენი კედლის მოწყობის გადაწყვეტილება მიიღო.

✅ინფრასტრუქტურულ პროექტის მიმდინარეობით ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბნიძე დაინტერესდა, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა.

✅3,20 მეტრი სიმაღლისა და 18 მეტრი სიგრძის საყრდენი კედლის სამშენებლო სამუშაოები ტყიბულის მუნიციპალიტეტის ა.(ა.)ი.პ. კომუნალური გაერთიანების დაკვეთით ხორციელდება.

გააზიარე