სოფელ საწირეში ამომრჩევლებთან კონსულტაცია გაიმართა
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში”, საწირის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა. სოფელ საწირეში ამომრჩევლებთან კონსულტაცია, ხოლო დანარჩენ სოფლებში: დაბაძველი, ახალსოფელი, ძიროვანი, ზედუბანი, ბზიაური, სამტრედია, დასახლების საერთო კრებები ჩატარდა, რომელსაც ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გიორგი ლომთაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია კობახიძე დაესწრნენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, მოსახლეობისგან სოფლებში განსახორციელებელ პროექტებზე მოსაზრებები მოისმინეს, რომელთა უმეტესი ნაწილი გარე განათებისა და გზისა პრობლემის მოგვარებას შეეხებოდა.
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის 532 000 ლარია გამოყოფილი, აქედან საწირის ადმინისტრაციულ ერთეულისთვის 84 000 ლარია განსაზღვრული.