ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

1 თებერვალი, 2024

მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჩერქეზიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, იოსებ რობაქიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, საწირისა და ხრესილის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდნენ.

პროგრამის ფარგლებში, დასახლების საერთო კრება გაიმართა სოფლებში: მანჭიორი, ბზიაური; ახალსოფელი, სამტრედია, საწირე, ზედუბანი, ძიროვანი, დაბაძველი, ხრესილი, ბუეთი, ძუყნური, გადაღმა წყალწითელა, გადმოღმა წყალწითელა, ივანეული, ლეღვა, ახალდაბა.

თვითმმართველობის წარმომადგენლები მოსახლეობის პრობლემებს გაეცვნენ და მათგან სოფლებში განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით, მოსაზრებები მოისმინეს, რომელთა უმეტესი ნაწილი სასაფლაოების შეღობვას, გარე განათების მოწყობას, სანიაღვრე არხებისა და შიდა გზების მოწესრიგების საკითხებს შეეხებოდა. ასევე, გამოიკვეთა სხვა საჭიროებები, რომელთა გადაჭრის გზები ადგილზე დაისახა.

”სოფლის პროგრამის” ფარგლებში, ტყიბულის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილია 542 000 ლარი, აქედან 94 000 ლარი საწირის ადმინისტრაციულ ერთეულში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად დაიხარჯება, ხოლო ხრესილის ადმინისტრაციულ ერთეულში 82 000 ლარი

გააზიარე