ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

9 იანვარი, 2020

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, დასახლებებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურების ორგანიზების მიზნით სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გამართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი თემურ ჩუბინიძე დაესწრო.

სხდომაზე დეტალურად განიხილეს პროგრამის ფრგლებში დასაფინანსებელი პროექტების ნუსხა და თითოეული სოფლისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობა.

ჯამურად მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილია 532 000 ლარი, რომელიც ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით გადანაწილებულია 46 სოფელზე.

გაანგარიშება შემდეგი პრინციპით მოხდა: ა) დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა შეადგენს არაუმეტეს 200 მაცხოვრებელს გამოეყო 10 000 ლარი; ბ) დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა შეადგენს 201-დან 400 მაცხოვრებელს გამოეყო 12 000 ლარი; გ) დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა შეადგენს 401-დან 1 000 მაცხოვრებელს გამოეყო 16 000 ლარი; დ) დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა აღემატება 1 000 მაცხოვრებელს გამოეყო 20 000 ლარი.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით პროექტების შერჩევა ეფუძნება მოსახლეობის მიერ გადაწყვეტილების მიღების პრინციპს, რისთვისაც დასახლებებში სოფლის კრებები ან კონსულტაციები გაიმართება, სადაც მოქალაქეები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას განსახორციელებელ პროექტებზე.

მთავრობის დადგენილების შესაბამისად, დასახლებებში, რომლებშიც რეგისტირებული ამომრჩევლთა რაოდენობა შეადგენს არაუმეტეს 500, იმართება დასახლებების საერთო კრება, ხოლო დასახლებებში, რომლებშიც რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა შეადგენს 500-ზე მეტს ამომრჩევლებთან კონსულტაცია.

პროექტებისათვის გამოყოფილი საორიენტაციო თანხის ფარგლებში, 20 იანვრამდე მოქალაქეებმა საპროექტო წინადადებები ქვემოთ მოცემული ფორმის შესაბამისად უნდა წარმოადგინონ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში ან გამოაგზავნონ ელ-ფოსტაზე: tyibuli.infrastr@gmail.com

საპროექტო წინადდებების ფორმა (იხ. ბმულზე) -https://drive.google.com/…/1sq_0OygV2aGCYCt8yeLY4gFto…/view…

შეხვედრის გრფიკი და გამოყოფლილი თანხები (იხ.ბმული) -https://drive.google.com/…/18rB9qaDDxYP-6J4rvgF3SoDqO…/view…

მერის ბრძანება (იხ.ბმულზე) -https://drive.google.com/…/1lSpE1v6RKwTy2vov8ikeK2IdG…/view…

გააზიარე