თეატრალური კვირეულის გამარჯვებული მე-5 საჯარო სკოლა გახდა
სასკოლო თეატრალური კვირეულის გამარჯვებული, ტყიბულის მე-5 საჯარო სკოლა გახდა. კვირეული 13-დან 17 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა და მასში ქალაქის N1, N2, N4, N5, N7 და სოფლების - კურსების, ორპირისა და ცუცხვათის საჯარო სკოლების დასები მონაწილეობდნენ. თეატრალური კვირეულის დახურვას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია კობახიძე დაესწრნენ.
მუნიციპალიტეტის მერმა, კვირეულის მონაწილეებს წარმატებები უსურვა და მათ ღონისძიებაში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა, ასევე აღნიშნა, რომ ა.(ა).ი.პ. ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანების დირექტორის, თამარ ლაფერაძის, ინიციატივით ძალიან კარგ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. კვირეულის ფარგლებში გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლინდნენ: საუკეთესო რეჟისურა - ტყიბულის N5 საჯარო სკოლა; საუკეთესო სცენოგრაფი - სოფელ კურსების საჯარო სკოლა; საუკეთესო მსახიობი ქალის - ელენე ახვლედიანი - მე-5 საჯარო სკოლა; საუკეთესო მსახიობი კაცი - ვაჟა აფრიდონიძე - კურსების საჯარო სკოლა.
მუნიციპალიტეტმა, თითოეული სკოლის დასი და ნომინციებში გამარჯვებულები ფულადი პრიზებით (100-100 ლარი) დაჯილდოვა, ხოლო ა.(ა).ი.პ. ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანებამ გამარჯვებულ სკოლას ფულადი პრიზი 500 ლარი გადასცა.