ტყიბული-მუხურის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია
ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ, ტყიბული-მუხურის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია. მუხურის გზის 11 კმ-იან მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები გუშინ დილიდან დაიწყო და ამჟამადაც მიმდინარეობს.
დიდთოვლობით გამოწვულ ვითარებას ადგილზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ ჩუბინიძე გაეცნო, სადაც ორი დღის მანძილზე გზის გაწმენდას, შესაბამისი ტექნიკით, სოფლისა და ა.(ა.)ი.პ. ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანების მექანიზატორები აწარმოებდნენ.
ტყიბული-მუხურის საავტომობილო გზაზე გადაადგილება მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით უკვე შესაძლებელია, ასევე გაწმენდილია სოფლის შიდა გზების ძირითადი ნაწილიც.
მუხურის მთაზე, თოლის საფარმა 1, 5 მეტრს მიაღწია, სადაც გზის გაწმენდის ღონისძიებებში უშუალოდ ჩართულნი იყვნენ, მუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმოდგენელი ზაზა ყვავაძე, სოფლის მაჟორიტრი დეპუტატი როლანდ არსენაშვილი და ა.(ა.)ი.პ. ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანების ხელმძღვანელი ცოტნე ჯანელიძე.