ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

ტყიბულის აგრარული ბაზარი ფუნქციონირებას განაახლებს

8 მაისი, 2020

ტყიბულის აგრარული ბაზარი ფუნქციონირებას განაახლებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერთან, თემურ ჩუბინიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნატალია კობახიძესთან ერთად ტყიბულის აგრარულ ბაზარში ასრსებულ მდგომაროებას გაეცვნენ.

მათ გახსნამდე პირადად დაათვალიერეს ბაზარის ტერიტორია და ადმინისტრაციას გაცემული რეკომენდაციების ზედმიწევნით შესარულებისკენ მოუწოდეს.

აღსანიშნავია, რომ მოვაჭრეებიც რეგულაციების სრული დაცვით შეძლებენ საქმიანობის განახლებას.

სავაჭრო ობიექტში, მომხმარებელთა ნაკადის მართვას ბაზრის ადმინისტრაცია, მერიის ზედამხედველობის სამსახურთან ერთად უზრუნველყოფს.

გააზიარე