ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

ტყიბულის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი თანამშრომლებს შეხვდა

1 ნოემბერი, 2021

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი, დავით ჩერქეზიშვილი,  თემურ ჩუბინიძესთან ერთად მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრაზე, თემურ ჩუბინიძემ საჯარო მოხელეებს გვერდით დგომისთვის მადლობა გადაუხადა და დავით ჩერქეზიშვილს გამოწვევებით აღსავსე გზაზე  წარმატებები უსურვა.

  დავით ჩერქეზიშვილმა, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და  აღნიშნა, რომ  თითოეული ჩვენგანის როლი და ფუნქცია მნიშვნელოვანია, რათა გაგრძელდეს და კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტი.  მერიის მთავარ ამოცანას წარმოადგენს უკეთესობა იგრძნოს თითოეულმა ტყიბულელმა.

 ,,პირველ რიგში,  ბატონ თემურს მინდა გადავუხადო მადლობა გაწეული საქმიანობისთვის. მან  წლების მანძილზე ძალიან ბევრი იშრომა მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ. ზუსტად გვაქვს გაცნობიერებული რა პასუხისმგებლობა აკისრია დღეს მუნიციპალიტეტის მერიას შემდეგი 4 წლის განმავლობაში. ჩვენს წინაშე უამრავი გამოწვევაა.  ვფიქრობ, რომ მიუხედავად დაბრკოლებებისა და ბარიერებისა, გათვალისწინებული თუ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისა, სადაც დიდი სურვილია, იქ გადაულახავი პრობლემები არ იარსებებს.  ჩვენი ამოცანაა დავიხარჯოთ ბოლომდე და მივიღოთ მაქსიმალური შედეგი  ტყიბულის სწრაფი  განვითარებისათვის",-  განაცხადა დავით ჩერქეზიშვილმა. 
 

გააზიარე