ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია სტაჟირების კონკურსს აცხადებს

2 აგვისტო, 2024

 2024 წლის სექტემბრიდან, კურსდამთავრებულების 4-თვიანი ანაზღაურებადი სამთავრობო პროგრამა იწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია სტაჟირების კონკურსს აცხადებს.

სტაჟირების მიზანია ხელი შეუწყოს კვალიფიციური კადრების მომზადებას, მათ პროფესიულ განვითარებას და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

  • სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
  • ფლობს სახელმწიფო ენას;
  • სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მეორე საფეხურზე ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მე-2 საფეხური 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში;
  • შერჩევის მნიშვნელოვან კრიტერიუმად განისაზღვროს სტაჟირების მსურველი პირის აკადემიური მოსწრება (GPA 2.8-4.0 ან/და ქულათა სისტემა – 71-100 ქულის მაჩვენებელი) – გასაუბრებისას თანაბარი კანდიდატების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭოთ უმაღლესი მოსწრების კანდიდატებს;
  •  პროფესია (განათლების რელევანტურობა), ცნობა ან/და დიპლომი - უცხოენოვანი დიპლომის შემთხვევაში ნათარგმნი და დამოწმებული ნოტარიულად;
  • კანდიდატს - არ ევალება ცნობის ან ქულათა მაჩვენებლის გამოთხოვა და ატვირთვა, აუცილებელია კანდიდატმა მიუთითოს საგანმანათლებლო დაწესებულება, პროფესია და მისი GPA ან ქულათა მაჩვენებელი, აღნიშნული ინფორმაციის გამოთხოვას აპლიკანტის თანხმობის საფუძველზე, განახორციელებს შესაბამისი საჯარო დაწესებულება, აპლიკანტის მიერ მითითებული საგანმანათლებლო დაწესებულებიდან. მხოლოდ უცხოენოვანი დიპლომის შემთხვევაში, მოუწევს კანდიდატს ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული ასლის ატვირთვა;
  • სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე სტაჟიორს, მოთხოვნის შემთხვევაში, სასწავლო პროცესთან სტაჟირების ინტეგრირების მიზნით, დაუდგინდება სტაჟირების სპეციალური გრაფიკი.

ანაზღაურებადი სტაჟირება შეადგენს 4 თვეს და მსურველმა პირმა საჭიროა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) ინფორმაცია სწავლების საფეხურის შესახებ და აკადემიური მოსწრების შესახებ;

გ) სამოტივაციო წერილი;

განაცხადები მიიღება მიიღება 2024 წლის 02-დან 08 აგვისტოს ჩათვლით

განაცხადების წარდგენა შესაძლებელია hr.gov.ge -ზე 2024 წლის 8 აგვისტოს ჩათვლით. საკვალიფიკაციო მოთხოვნების, კონკურსის ვადებისა და პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

ადმინისტრაციული და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - ადამიანური რესურსების მართვა-სტაჟიორი :

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/88518…

ადმინისტრაციული და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური- სტაჟიორი ადმინისტრაციული საკითხების მიმართულებით : https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/88539…

იურიდიული სამსახურის სპეციალისტი-სტაჟიორი : https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/88571…

საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტი-სტაჟიორი: https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/88582…

 ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტი-სტაჟიორი : https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/88589…

სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური -სტაჟიორი: https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/88600…

ჯანმრთელობისა და სოციალური მხარდაჭერის განყოფილების სპეციალისტი (სოციალური მიმართულებით)-სტაჟიორი: https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/88607…

გააზიარე