ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში კონკურსი გამოცხადდა
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციული სამსახურის, იურიდიული განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დასაქმების მსურველებს საშუალება ეძლევათ 5 ოქტომბრის ჩათვლით საჯარო სამსახურის ბიუროსოფიციალურ ვებ–გვერდზე (www.hr.gov.ge ) დარეგისტრირდნენ და მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ კონკურსში.
კონკურსი სამ ეტაპად გაიმართება. პირველი ეტაპი განცხადებების გადარჩევას, მეორე ეტაპი ზეპირ დავალებას, ხოლო მესამე ეტაპი გასაუბრებას ითვლისწინებს.
კონკურსის ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კონკურსანტებს ეცნობებათ, მათ მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან მობილური ტელეფონის მეშვეობით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ საჯაროსამსახურის ბიუროს შესაბამის ვებ–გვერდზე – www.hr.gov.ge.