ტყიბულის მუნიციპალიტეტმა ლიტერატურულ კვირეულს უმასპინძლა
სამი დღის განმავლობაში თანამედროვე ქართველმა მწერლებმა და პოეტებმა თავიანთი შემოქმედება გააცნეს ტყიბულელ მკითხველს. ასევე, მოეწყო დოკუმენტური ფილმის ჩვენება და ცოცხლად შესრულდა ჯაზური კომპოზიციები.
პროექტი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიისა და კულტურის ობიექტების გაერთიანების მხარდაჭერით გია კუბლაშვილმა განახორციელა.
