ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

ტყიბულმა საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა

3 ივნისი, 2019

ტყიბულის სპორტის სასახლემ, ტყიბულის მუნიციპალიტეტის თასზე „კუნგ-ფუ“-ში, საქართველოს ღია ჩემპიონატს უმასპინძლა. ტურნირი სამ სახეობაში მიმდინარეობდა: ფაიტინგი, ტუიშოუ და დზენი, რომელშიც მონაწილეობას იღებდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 110 სპორტსმენი, როგორც გოგონები, ისე ვაჟები.

ტყიბულელი სპორტსმენებისთვის ტურნირი შედეგიანი აღმჩნდა. „ოლეგ ფანჩულიძის კუნგ-ფუ-ს სკოლის“ შეგირდებმა, 14 - პირველი, 7 - მეორე და 2 - მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში 12 კლუბს შორის პირველ ადგილზე გავიდნენ, ხოლო ტყიბულის კარატე -,,კუდოს სპორტულმა სკოლამ“ , 2- პირველი, 2 - მეორე და 1 - მესამე ადგილი მოიპოვა.

გამარჯვებულები მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ, მწვრთნელებს დიპლომებთან ერთად თასები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

        

                            
ღონისძიებეის მსვლელობისას, ასევე დაასხელდნენ წლის ყველაზე წარმატებული სპორტსმენები. 2019 წლის, ფედერაციის ყველაზე წარმატებული მწვრთნელი კი ტყიბულის ,,კუნგ-ფუ”-ს სკოლის ინსტრუქტორი, ლაშა ცქიფურიშვილი გახდა.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ, ,,საქართველოს კუნგ-ფუს ეროვნული ფედერაცია“, ტყიბულის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ,ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახური და „ოლეგ ფანჩულიძის კუნგ-ფუ-ს სკოლა“.

გააზიარე