ტყიბულსა და გურნაში სამედიცინო აქცია გაიმართება
საქრთველოს წითელი ჯვრის საზოდოებისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის ინიციატივით 10 და 11 ნოემბერს, ტყიბულსა და სოფელ გურნაში უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია ჩატარდება.
აქციის ფარგლებში, მთელი დღის განმავლობაში მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას გაუწევენ შემდეგი დარგის ექიმი-სპეციალისტები:თერაპევტი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ასევე იქნება შესაძლებელი მუცლის ღრუს ექოსკოპიური დიააგნოსტიკა და სისხლში შაქრის დონის განსაზვრა. აქცია ვრცელდება ხანდაზმულებსა და სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებზე.
10 ნოემბერს, სამედიცინო აქცია ჩატარდება ქ. ტყიბულში, მისამართი, კალო ლომაძის მოედანი №3 (ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, I სართული), ხოლო 11 ნოემბერს სოფელ გურნაში.