ტყიბულსა და გურნაში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა
საქრთველოს წითელი ჯვრის საზოდოებისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, 10 და 11 ნოემბერს, ტყიბულსა და სოფელ გურნაში უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია ჩატარდა.
აქციის ფარგლებში, მთელი დღის განმავლობაში ადგილობრივებს სამედიცინო მომსახურებას სხვადასხვა დარგის სპეციალისტები უწევდნენ.
მოსახლეობამ ადგილზე მიიღო თერაპევტის, კარდიოლოგის, ენდოკრინოლოგის მომსახურება, ასევე ისარგებლეს ულტრაბგერითი და ინსტრუმენტული გმოკვლევებით, შესაძლებელი იყო გლუკოზის დონის განსაზვრა სისხლშიც.
აქცია ხანდაზმულებსა და სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებზე ვრცელდებოდა, თუმცა სამედიცინო მომსახურება ადგილზე მისულმა ყველა კატეგორიის ადამიანმა მიიღო.
აქციის მიმდინარეობის პროცესს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ ჩუბინიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია კობახიძე გაეცვნენ. თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ჩამობრძანებულ ექიმებს მადლობა გადაუხადეს და ადგილობრივებსაც გაესაუბრნენ.
სამედიცინო აქციას ორგანიზება, საქრთველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ტყიბულის ადგილობრივმა ორგანიზაციამ გაუწია.