ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

ტყიბულში 9 მაისი აღინიშნა

13 მაისი, 2019

ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ნატალია კობახიძემ, მოქალაქეებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომის გმირის, გრიგოლ გაბრიაძის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და ომში დაღუპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, 9 მაისი ომის ვეტერანებს ოჯახებში მიულოცეს და მათ ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვეს.

ფაშიზმზე გამარჯვებსის დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ოთხ ვეტერანს და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრსებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100-100 ლარი და სასაჩუქრე კალათები გადაეცათ.

მოგვიანებით, მუნიციპალიტეტის თეატრში მოეწყო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ფოტოები, საბრძოლო აღჭურვილობა და სხვა პირადი ნივთები.

გააზიარე