ტყიბულში ახალი თანამედროვე მუნიციპალური ბიბლიოთეკა იფუნქციონირებს
ტყიბულს მალე ახალი თანამედროვე მუნიციპალური ბიბლიოთეკა ექნება. შესაბამისი საბიბლიოთეკო სერვისებით და ტექნოლოგიებით აღჭურვილი ბიბლიოთეკა მუნიციპალიტეტის მერიის შენობის მეორე სართულზე განთავსდება.
ბიბლიოთეკის სივრცის მოწყობაზე 141 000 ლარის ღირებულების სამუშაოები განხორციელდა, რომელსაც ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჩერქეზიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. პროექტის ფარგლებში მოეწყო იატაკი, ჭერი, შიდა კედლები, გათბობა-კონდიცირების სისტემა და ფოიე.
ბიბლიოთეკის ინტერიერის მოწყობის შემდეგ სამკითხველო და სამუშაო სივრცეები აღიჭურვება კომპიუტერებითა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, რაც ადგილობრივ ახალგაზრდებს მისცემს განვითარების და საკუთარი იდეების დამუშავების შესაძლებლობას.