ტყიბულში ,,დავითობა" აღინიშნა
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ,,დავითობა“ საზეიმოდ აღინიშნა. დღესასწაულთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტში უამრავი სტუმარი იმყოფებოდა.
დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, გელათის სამონასტრო კომპლექსში საზეიმო წირვა გაიმართა, რომელსაც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული შავლეგო ტაბატაძე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წირვის დასრულების შემდეგ, მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ, წმინდა მეფეს პატივი მიაგეს და დავით აღმაშენებლის საფლავი ყვავილებით შეამკეს