ტყიბულში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მონიტორინგი განახორციელა და მრავალბინიანი კორპუსების შიდა ეზოების პროექტის ფარგლებში სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. ქალაქის მერი, რუსთაველის N 2 და 4 ეზოებში იმყოფებოდა, სადაც ასფალტის დაგების პროცესს დაესწრო და მოსახლეობას გაესაუბრა.
შიდა ეზოების რეაბილიტაციას 9 მიმართულებით შპს „მიმდემი“ აწარმოებს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 586 892 ლარს შეადგენს.
ამ ეტაპზე დასრულებულია რობაქიძის №7; მეშახტის №6; ბრეგვაძის №4; გამსახურდიას №10 შიდა ეზოების რიაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში, ასევეა დაგეგმილი გამსახურდიას №1; №3; №51; ჯალაღანიას №9 და კოსტავას №11 ეზოების კეთიმოწყობა.
მოგვიანებით, თემურ ჩუბინიძემ საკრებულოს წებრებთან ერთად, ჩხეიძის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც კეთილმოწყობილი მინი სტადიონი და სკვერი დაათვალიერა. სტადიონი 330 კვ.მ. ფართობზე მოასფალტდა და მავთულბადით შემოიღობა, მოეწყო კალათბურთის ფარები და ფეხბურთის კარებები. იქვე გვერდით, ადგილობრივებისათავის დასასვენებელი და გასართობი სივრცე შეიქმნა. სკვერში დამონტაჟდა საბავშვო აქტაქციონი და გაკეთდა საფეხმავლო ბილიკი. 27 ათას 560 ლარიანი პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.