ტყიბულში კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებები ტარდება
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის საფრთხის გამო, საპრევენციო ღონისძიებები ტარდება. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და საბავშვო ბაღები, კვირის ბოლომდე კი საჯარო სკოლების დეზინფექცია იგეგმება.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ისე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით გაუქმდა ყველა სახის დაგეგმილი ხალხმრავალი ღონისძიება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში