ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

ტყიბულში რუსეთ- საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

8 აგვისტო, 2025

ტყიბულში, რუსეთ- საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩერქეზიშვილმა, ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტმა, მეუფე გიორგიმ (შალამბერიძე), თავდაცვის ძალებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. დღესვე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ძიროვანსა და ბუეთში იმყოფებოდნენ, სადაც სამშობლოსათვის თავდადებული გმირების ნიკოლოზ ფორჩხიძისა და ფრიდონ ბრეგაძის საფლავებს პატივი მიაგეს.

            

         

ტყიბულელი ჯარისკაცები, სამშობლოს დასაცავად, მტერთან უთანასწორო ბრძოლაში 11 აგვისტოს გმირულად დაიღუპნენ. ნიკოლოზ ფორჩხიძე შინდისის გმირთაგან ერთ-ერთია.დაღუპულთა ოჯახებისთვის ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 1000-1000 ლარი გამოიყო.

დღეს ტყიბულში, როგორც მთელს ქვეყანაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

გააზიარე