ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

ტყიბულში სანდრო ბუცხრიკიძის მემორიალური დაფა გაიხსნა

7 თებერვალი, 2019

ტყიბულში, ტრაგიკულად გარდაცვლილი, ახალგაზრდა ნიჭიერი მსახიობის, ქველმოქმედისა და წმინდა ნიკოლოზის ორდენის კავალერის სანდრო ბუცხრიკიძის საცხოვრებელ სახლთან მეომორიალური დაფა გაიხსნა.

სანდრო ბუცხრიკიძე, გასულ წელს, ნახშირის ღია მოპოვების კარიერზე ტრაგიკულად დაიღუპა. გარდაცვალების შემდეგ, ის ქველმოქმედებისა და ადამიანებისათვის გაწეული უანგარო სამსახურისათვის, გასული წლის ივნისში საქართველოს პრეზიდენტმა წმინდა ნიკოლოზის ორდენით დააჯილდოვა.

მემორიალური დაფის გახსნას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, სანდროს ოჯახის წევრები, მეგობრები,თანაქალაქელები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც ისაუბრეს სანდროზე და გაიხსენეს მასთან დაკავშირებული თბილი მოგონებები.

5 თებერვალს, სანდროს 28 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, გარდა მემორიალური დაფის გახსნისა, ქალაქში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა, მოეწყო უწყვეტი ცოცხალი ჯაჭვი - ,,სანდროდან თეატრმადე“ , ტყიბულის მუნიციპალური თეატრის ფოიეში გაიხსნება სანდრო ბუცხრიკიძის მემორიალური კედელი და გაიმართა მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო „სან-დრო“.

გააზიარე