ტყიბულში სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსისა და პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია განხორციელდება
ქ. ტყიბულში ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსისა და პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია განხორციელდება. პროექტის ღირებულება 869 988 ლარს შეადგენს, რომლის ფარგლებში განსაზღვრულია არსებული სკვერის ქვის ფილებით მოპირკეთება, შადრევნის რეაბილიტაცია, ხელოვნურსაფარიანი მინი მოედნის მოწყობა, სპორტული ტრენაჟორებისა და ძელსკამების განთავსება.
სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყება. რეაბილიტაციის შემდგომ, აღნიშნულ ტერიტორიას ძველი ფუნქცია დაუბრუნდება და სპორტის სასახლესთან და საცურაო აუზთან ერთად, ერთ კომპლექსში მოექცევა დასასვენებელი, სპორტული და გასართობი სივრცეები.