ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

ტრადიციული ტურნირი ძიუდოში

23 ივნისი, 2021

ოლიმპიზმის დღესთან დაკავშირებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელთის საჯარო სკოლის ძიუდოს დარბაზში, ტრაგიკულად დაღუპულ მეშახტეთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა. ტრადიციული ტურნირი ძიუდოში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც იმერეთის 12 გუნდის 150 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას .

      

  ტურნირში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრისა და გელათის ძიუდოს ჯგუფების ახალბედა სპორტსმენებმაც იასპარეზეს და სხვადასხვა წონით კატეგორიაში საპრიზო ადგილებს დაეუფლნენ. ღონისძიებას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია კობახიძე, მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი, ალეკო ბიბილაშვილი და ტყიბულის სპორტული ცენტრის დირექტორი ვარლამ კობახიძე ესწრებოდნენ.

  მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ შეჯიბრის მონაწილეებს მსოფლიო ოლიმპიურ დღე მიულოცეს და გამარჯვებულ სპორტსმენებს მედლები და სიგელები გადასცეს. გელათში, ოლიმპიზმის დღესთან დაკავშირებით, ასევე მოეწყო გარბენი. სპორტულ აქტივობაში მონაწილე ბავშვებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიება ა.(ა.)ი.პ. სპორტული ცენტრის ორგნიზებით და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

გააზიარე