უფასო სასადილოს 70 წელს გადაცილებულ ბენეფიციარებს საკვები ბინაზე მიეწოდებათ
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ტყიბულის უფასო სასადილოში პირველი აპრილიდან მომსახურების წესი შეიცვალა.
ადგილზე კვების ნაცვლად უფასო სასადილოს სერვისით მოსარგებლე ბენეფიციარებს, კუთვნილ ულუფას სახლში ატანენ, ხოლო 70 წელს გადაცილებულ 35 მოქალქეს ყოველდღიურად საკვები ბინაზე მიეწოდება.
უფასო სასადილოს 110 ბენეფიციარი ჰყავს.
ხანდაზმულთათვის კუთვნილი საკვების ბინაზე მიწოდებას ერთი თვეა მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლები ყოველდღიურად უზრუნველყოფენ.