უფასო სასადილოს 70 წელს გადაცილებულ მოსარგებლეებს საკვები ბინაზე მიეწოდებათ
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია სხვადასხვა სახის სოციალურ ღონისძიებებს აგრძელებს. კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ტყიბულის უფასო სასადილოში მომსახურების წესი შეიცვალა.ადგილზე კვების ნაცვლად უფასო სასადილოს სერვისით მოსარგებლე ბენეფიციარებს, კუთვნილ ულუფას სახლში ატანენ, ხოლო 70 წელს გადაცილებულ მოქალქეებს ყოველდღიურად საკვები ბინაზე მიეწოდებათ.
უფასო სასადილოს 110 ბენეფიციარი ჰყავს, საიდანაც 23 მათგანი 70 წელს გადაცილებულია. ხანდაზმულთათვის კუთვნილი საკვების ბინაზე მიწოდებას მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლები ყოველდღიურად უზრუნველყოფენ.