ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

უფასო სასადილოსა და შინმოვლის სერვისით მოსარგებლე ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათები დაურიგდათ

13 აპრილი, 2023

შინმოვლისა და უფასო სასადილოს სერვისით მოსარგებლე ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათები დაურიგდათ. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჩერქეზიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ რობაქიძე, უფასო სასადილოში ბენეფიციარებს და ხანდაზმულთა შნმოვლის სერვისით მოსარგებლე მოხუცებს ოჯახებში ესტუმრნენ, მათ მოახლოებული აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და სასურსათო პაკეტები გადასცეს.

     

უფასო სასადილოს მომსახურებით ყოველდღიურად 110 ადამიანი სარგებლობს, ხოლო შინმოვლის სერვისში 26 ხანდაზმულია ჩართული. სააღდგომო ნობათი ყველა მათგანმა მიიღო.

 

 

 

 

 

გააზიარე