უხვმა ნალექმა ტყიბულში მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა
გადაუღებელი წვიმის შედეგად დაზიანდა სოფლის შიდა გზები, ბოგირები, სახიდე გადასასვლელები. დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული და მიწის ნაკვეთები.


ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქის შემოსასვლელში დაიტბორა ცენტრალური ქუჩა, ასევე ეზოები და სარდაფები. რამდენიმე ადგილას ჩამოიშალა კლდოვანი ნაწილი, სპეციალური ტექნიკით ადგილზე დაუყოვნებლივ იქნა მობილიზებული ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანება და ჩატარდა გაწმენდითი სამუშაოები.
მუნიციპალიტეტის მერი, დავით კუბლაშვილი, არსებულ ვითარებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო, დაზარალებული ოჯახები მოინახულა და მათ საჭირო დახმარება შესთავაზა.
მუნიციპალიტეტისთვის მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია სწავლობს.