საწირეში მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა
"ბომონდი შენი ჯანმრთელობისთვის" - ამ სლოგანით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საწირის ადმინისტრაციულ ერთეულში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა.
პროექტის ფარგლებში, მოსახლეობამ ქუთაისში არსებული კლინიკა ,,ბომონდი“-ს თორმეტი სხვადასხვა პროფილის ექიმის (დერმატოვენეროლოგი, მეან-გინეკოლოგი, ზოგადი ქირურგი, თერაპევტი, ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, ექოსკოპისტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, უროლოგი, ბავშვთა ქირურგი) უფასო სამედიცინო მომსახურება მიიღო.
აქციის მიმდინარეობით ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე დაინტერესდა, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა და კლინიკა ,,ბომონდი“-ს ექიმებს საქველმოქმედო საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
პროექტი, რომელიც მოსახლეობისათვის სამედიცინო სერვისის მიწოდებას საცხოვრებელ ადგილზე ითვალისწინებს, სოფელ საწირეში, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.