განცხადება
მოქალაქეთა საყურადღებოდ!
კორონავირუსით გამოწვეული ვითარების გამო, მთავრობის რეკომენდაციის შესაბამისად ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ქალაქსა და სოფლებში სამარშუტო ტაქსებით მოძრაობა დროებით იკრძალება.
ჩვეული გრაფიკით მუშაობას გააგრძელებს საქალაქო ტრასპორტი, N1, N2 და N 3 ავტობუსები, რომლებიც იმოძრავებენ ცენტრალურ ზოლში, ე.წ. ,,ლენინისა“ და ,,სტალინის“ უბნების მიმართულებით. ავტობუსები სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით ყოველდღიურად მუშავდება.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობებიდან, მიკროავტობუსი, როგორც უფრო მცირე სივრცის მქონე სტრანსპორტო საშუალება, ვირუსის გავრცელებისთვის ყველაზე მომატებულ საფრთხის შემცველ ტრანსპორტად იქნა მიჩნეული.