ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

პრეზიდენტის საჩუქარი ვეტერანებს

3 ივნისი, 2020

ტყიბულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებმა: ელენა გველესიანმა, პლატონ სარალიძემ და შაქრო ჭოხონელიძემ პრეზიდენტისგან საჩუქრები მიიღეს.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მისალოცი წერილი, საიუბილეო მედალი და საჩუქრად მედიკამენტების შესაძენი 100 ლარიანი სააფთიაქო ვაუჩერები გამოუგზავნა.

ვეტერანებს საჩუქრები მერიის თანამშრომლებმა გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ 75-ე წლისთავთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებმა ცენტრალური ბიუჯეტიდან ერთჯერადად 600, ხოლო მუნიციპალიტეტისგან 100 ლარი მიიღეს. გარდა ამისა მერია მათ, ყოველთვიურად არსებული სოციალური პროგრამის ფარგლებში ეხმარება, რაც წლის განმავლობაში 600 ლარს შეადგენს

გააზიარე