თაბუკაშვილის ქუჩაზე ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს
თაბუკაშვილის ქუჩაზე საავტომობილო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი სტიქიის ლიკვიდაციის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მისი ღირებულება 71 700 ლარს შედაგენს.
ხიდის მშენებლობით, თაბუკაშვილის ქუჩის რამდენიმე ოჯახს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება და ადგილზე სასწრაფო დახმარების სერვისის მიღებასთან ერთად, უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილების შესაძლებლობაც ექნებათ.
12 მეტრი სიგრძისა და 4 მეტრი სიგანის ხიდის მშენებლობას შპს ,,იმედი“ ახორციელებს.